სააგენტომ შინაური ცხოველების შესახებ ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში" საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ჩაატარა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების შესახებ ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში" საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც საშუალო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, დაესწრნენ.
შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე იმსჯელეს და მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
ქუჩის ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ძირითადი წყაროები და გამოწვევებთან გამკლავების გზები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
აღნიშნული სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად სხვადასხვა პროექტს პერიოდულად ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები რამდენიმე მისამართზე მიუსაფარ ცხოველებს კვებავენ და მათზე ზრუნავენ.