ქათულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ სახლები კიდევ სამ მისამართზე განათავსა
ქათულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები კიდევ სამ მისამართზე განათავსა.
ცხოველებისთვის სახლების დადგმა სასკოლო საზოგადოებამ დააორგანიზა. პროცესში კი პედაგოგმა და მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნულმა სკოლამ სახლების დადგმის პროექტი მეორედ განახორციელა. პირველ ჯერზე მიუსაფარი ძალებისათვის განკუთვნილი სახლები ათამდე მისამართზე განთავსდა.
გარდა აღნიშნული პროექტისა, სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მიუსაფარი ცხოველების პირობების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ღონისძიებას პერიოდულად ახორციელებს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციასა და მოქალაქეს.