დმანისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ცხოველთა მონიტორინგის დირექტორის მოადგილე ზვიად ასანიშვილი დმანისში, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის პოლიტიკის შემუშავების მიზნით, საჯარო კონსულტაციებს დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დედაქალაქში შინაური ცხოველების პოპულაციის მართვის არსებულ პრაქტიკაზე, გამოწვევებზე, მიღწევებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრას, ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად, სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონსულტაციების შედეგად, სამი მთავარი პრიორიტეტი გამოიკვეთა, რომლითაც დმანისის მუნიციპალიტეტი მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხში იხელმძღვანელებს.
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, დმანისის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივითა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა