სიახლეები
19 თებერვალი
2024

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (Fao-ს) წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (Fao-ს) წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტი ბრაიან ფოგნერი და ხორვატიის ვეტერინარული უნივერსიტეტის ვეტერინარი ტომისლავ მიკუსი ესტუმრნენ.

პროგრამის „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მიკვლევადობის“ ფარგლებში, უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერეს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზვიად ასანიშვილთან ერთად, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს.

პროგრამის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია, შეიქმნას ერთიანი სახელმძღვანელო სტრატეგიული დოკუმენტი.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კი, ექსპერტები თავშესაფრების მუშაობისა და მოწყობის პრინციპებს შეაფასებენ და პროცესების სრულყოფის მიზნით გასცემენ რეკომენდაციებს.

„ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და მიკვლევადობის პროგრამაში“ თბილისის ცხოველთა მუნიციპალურმა თავშესაფარმა მუშაობა უკვე დაიწყო და ამ დროისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები არის თავმოყრილი. პროგრამაში ასევე მონაწილეობენ კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები.