სიახლეები
19 მარტი
2024

შემეცნებითი გაკვეთილი 147-ე სკოლის მოსწავლეებთან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კომპანიონი ცხოველების შესახებ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 147-ე სკოლის 5/7 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა.
 
გაკვეთილს მოსწავლეებთან ერთად მათი პედაგოგებიც დაესწრნენ.
 
გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
 
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ძირითადი წყაროები და გამოწვევებთან გამკლავების გზები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის  პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
 
გაკვეთილი ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებმა ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, გამოწვევებთან გამკლავების გზებზე, მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
 
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
 
 პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
 
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.