მიმკედლებლების მიერ ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია.
მიკედლებული ცხოველებისთვის თქვენ მიერ ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში, გთხოვთ, შეატყობინოთ სააგენტოს წერილობით - Info@ama.gov.ge
ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმისთვის, რომ სააგენტომ ერთიან ბაზაში განაახლოს მონაცემები ცხოველის ვაქცინაციის თაობაზე და არ მოახდინოს თქვენ მიერ უკვე აცრილი ცხოველის ხელახალი ვაქცინაცია.
როგორც მოგეხსენებათ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.
ასევე, აუცილებელია, რომ ვაქცინის ამპულაზე განთავსებული ეტიკეტი ჩააკრათ ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობაში.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიმკედლებელს მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებაზე (მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე), ასევე, კვება-დაწყურებასა და ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7-28).