ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „მეიჰიუ საქართველო“ კოლაბორაციული პროექტი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „მეიჰიუ საქართველო“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
არსებული საპილოტე პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციის და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაცია /კასტრაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას და უტარებენ ვაქცინაციას.
ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვაში არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედაქალაქში ჰუმანური გზით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე