სიახლეები
13 მარტი
2024

ძაღლების ვაქცინაციის გრაფიკი

შინაური ცხოველის ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ცხოველებში გავრცელებული დაავადებების პრევენციისათვის.

მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის მოვლა-პატრონობა, ვეტერინარული მომსახურება, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და სოციალური ქცევის კორექცია.

მიყევი ვაქცინაციის გრაფიკს და დაიცავი ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შინაური ცხოველის ასაკმა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის ვაქცინაციის გრაფიკზე. ამიტომ, გაესაუბრეთ ვეტერინარს, თქვენი ძაღლის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვაქცინაციის გრაფიკის დასაზუსტებლად.

კომპლექსური ვაქცინაცია ტარდება სამჯერადად. ვაქცინაციებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია ვაქცინის მწარმოებელზე და შეადგენს ძირითადად 3, ზოგიერთ შემთხვევაში - 2 კვირას. აღნიშნული ვაქცინაცია ძირითადად გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ: ჭირი, ვირუსული ენტერიტი, ჰეპატიტი, ლეპტოსპიროზი.