გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (Fao) მიერ ჩატარებული სემინარი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (Fao) მიერ ჩატარებულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა. სემინარს დამოუკიდებელი ექსპერტი ბრაიან ფოკლნერი გაუძღვა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის შინაური ბინადარი ცხოველების პოპულაციის მართვის საუკეთესო პრაქტიკაზე, ცხოველების დაჭერის ჰუმანურ მეთოდებზე, ასევე, მიუსაფარი ძაღლების დათვლის ელექტრონულ და მობილურ აპლიკაციაზე ისაუბრა.
სემინარი ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტის მიზანია, შეიმუშაოს და დანერგოს შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაციისთვის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, ასევე, ხელი შეუწყოს პოპულაციის მართვის საკითხში სააგენტოებს კოორდინირებულად მუშაობას.
აღნიშნულ შეხვედრას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კახეთისა და შიდა ქართლის პოპულაციის მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.