სიახლეები
25 მარტი
2024

მაშველებმა კატა ხიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გიორგი ჭანტურიას ქუჩაზე დაახლოებით 7-8 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა, ამწე-კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

მაშველებმა ფისო სტერილიზაციისა და ვაქცინაციისთვის თავშესაფარში გადაიყვანეს, საიდანაც აღნიშნული პროცედურების შემდეგ, კვლავ თავის უბანს დაუბრუნდება.

ხშირია შემთხვევები, როცა ძაღლებისაგან შეშინებული კატები, თავის დაცვის მიზნით ხეებზე ადიან, მაგრამ იქიდან ჩამოსვლას რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგაც ვერ ახერხებენ.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.

სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.