სტერილიზაციების ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე წლის იანვარში 774, ხოლო, თებერვალში - 813 კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია ჩატარდა. შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 448 ოპერაციით არის გაზრდილი.
უახლოეს მომავალში პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობის დასრულებისა და მობილური ვეტ-კლინიკის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული ოპერაციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.
სტერილიზაცია სასარგებლოა თავად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, რადგან:
პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება;
ჰუმანური გზით შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთრებაში მყოფი შერეული (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესასაძლებლობის შეწყვეტა.