სიახლეები
27 მარტი
2024

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ხის სახლები განათავსა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ წავკისში, ვარკეთილის მეურნეობასა და ვარკეთილი 3-ში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა.

სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.

დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.