სიახლეები
04 აპრილი
2024

ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის სახლები დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა.

სახლები ხიზანიშვილის ქუჩაზე, ასევე, გლდანის რაიონის მესამე, მეშვიდე და მერვე მიკრორაიონებში განთავსდა.

სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.

მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების მგრძნობელობისა და ემპათიის გაზრდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ, რომლებსაც ქუჩაში ცხოვრების მძიმე გამოცდილება ერგოთ ბედად.

დღეს შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მზრუნველობა და თანაგრძნობა ქუჩის მიუსაფრების მიმართ და ვიმოქმედოთ მათ დასახმარებლად.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებენ და მათ შორის, ზრუნავენ მათთვის ხის სახლების დამზადებაზე.