მობილური ვეტერინარული კლინიკა თბილისის მასშტაბით ცხოველებს ასტერილებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში გიორგი აბაშვილის ქუჩის (ვარკეთილი) მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა.
პროცესს სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი და სამგორის რაინის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაზე დაესწრნენ.
ღონისძიება აბაშვილის ქუჩის ბინადარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, გასტერილებული და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს.
სააგენტოს მობილური ვეტკლინიკა თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და მიუსაფარ ცხოველებს სხვადასხვა მისამართზე მათზე მზრუნველი ადამიანების ჩართულობით ასტერილებს.
მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.
გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა, ერთად შევუწყოთ ხელი ქუჩის ცხოველების რაოდენობის ჰუმანურად შემცირებას.
თქვენს უბანში მყოფი არასტერილური ძაღლების და კატების სტერილიზაციისთვის, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე - 0322 421 424