სიახლეები
20 აპრილი
2024

მაშველებმა ლეკვები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თვალჭრელიძის ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე ჭაში ჩავარდნილი ლეკვები უსაფრთხოდ ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის მაშველებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭა თავიანთი ძალებით გადახურეს.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.