სიახლეები
24 აპრილი
2024

კოლაბორაციული პროექტი „ვეტ ჰაუსთან" ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „ვეტ ჰაუსი“, კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროექტს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

პროექტის ფარგლებში, კლინიკა, სააგენტოს მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციას უსასყიდლოდ ატარებს. ოპერაციის შემდეგ, ფისოებს ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდებათ და მათზე მზრუნველ ადამიანებს უბრუნდებიან.

სააგენტო მადლობას უხდის ვეტერინარულ კლინიკა ,,ვეტ ჰაუსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კერძო სექტორთან მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის მართვაში არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედაქალაქში ჰუმანური გზით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე.