სიახლეები
10 მაისი
2024

სააგენტოსა და ,,მეიჰიუ საქართველოს" ერთობლივი პროექტი გრძელდება

დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და „მეიჰიუ საქართველოს“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
 
მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
 
აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას და უტარებენ ვაქცინაციას.