მობილურ ვეტკლინიკაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია გრძელდება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში ბერი გაბრიელ სალოსის 1-ლი ჩიხის ბინადარ მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა.
სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს.
თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე - 0322 421 424.
მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.