სიახლეები
20 მაისი
2024

სტერილიზაციის ერთობლივი პროექტი გრძელდება

ვეტერინარული კლინიკა „ვეტ ჰაუსი“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროექტს განაგრძობს.

პროექტის ფარგლებში, კლინიკა, სააგენტოს მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციას უსასყიდლოდ ატარებს. ოპერაციის შემდეგ, ფისოებს ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდებათ და მათზე მზრუნველ ადამიანებს უბრუნდებიან.

სააგენტო მადლობას უხდის ვეტერინარულ კლინიკა ,,ვეტ ჰაუსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კერძო სექტორთან მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის მართვაში კერძო სექტორის მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედაქალაქში ჰუმანური გზით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე.