სიახლეები
31 მაისი
2024

ცხოველების ჩიპირება და რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით

ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აღნიშნული პროცესის გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მეპატრონეებს ცხოველების ჩიპირება და რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე შეუძლიათ.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისს მეპატრონეები მიიღებენ შემდეგ მისამართებზე:
2 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - ვაკის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
4 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - ვარკეთილის ხევის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
 9 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან)
11 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ)
 16 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღი ( იგივე კიკვიძის პარკი, ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
 18 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - მზიურის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
 23 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - დიღმის მასივი, ვლადიმირ მაიაკოვსკის პარკი (მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ)
 25 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - გლდანის მე-6 მიკრორაიონი, მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის არსებული პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
️ აღნიშნული მომსახურებით სარგელობისას მეპატრონე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით) ხოლო, რეგისტრაცია უფასოა.
 აუცილებელია, რომ რეგისტრაციისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი. ასევე, სავალდებულოა, რომ შემდეგ ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.
ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.