სიახლეები
01 ივნისი
2024

მოსწავლეები თავშესაფარს ესტუმრნენ

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალურ თავშესაფარს 166-ე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ და მიუსაფარი ცხოველები საკვებითა და ბევრი სიყვარულით დაასაჩუქრეს.

მოსწავლეები თავშესაფარში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები, სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობა, ცხოველებთან დაკავშირებული რეგულაციები, პატრონის ვალდებულებები, სააგენტოს მიმდინარე ღონისძიებები და სხვა.

სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გამოთქვამს მზადყოფნას, მოზარდ თაობაში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმში განაგრძოს.