სიახლეები
19 ივნისი
2024

შინაური ცხოველების ჩიპირება-რეგისტრაცია გრძელდება

ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კამპანიის ფარგლებში მეპატრონეებმა მზიურის პარკში შინაური ცხოველების ჩიპირება-რეგისტრაცია მოახდინეს.

მომდევნო დღეებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართებზე:
23 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - დიღმის მასივი, ვლადიმირ მაიაკოვსკის პარკი (მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ)
25 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - გლდანის მე-6 მიკრორაიონი, მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის არსებული პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)

აღნიშნული მომსახურებით სარგელობისას მეპატრონე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით) ხოლო, რეგისტრაცია უფასოა.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია რეგისტრაციისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!

იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი. ასევე, სავალდებულოა, რომ შემდეგ ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.

ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.