მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის მაშველებმა ორთაჭალაში, მეფე სოლომონ II-ის ქუჩაზე , ავტოფარეხის სამშენებლო კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს.
მაშველებმა 6-7 მეტრის სიღრმის მილიდან კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანთან დააბრუნეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.