სიახლეები
02 ივლისი
2024

მაშველებმა ლეკვი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე, ჭაში ჩავარდნილი ლეკვი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

 შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.