სიახლეები
16 ივლისი
2024

მაშველებმა 2 კატა და 1 კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთმა ეკიპაჟმა გასული ღამის განმავლობაში 3 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად, 2 კატა და 1 კნუტი გადაარჩინა.

• მაშველებმა ზედაზნისა და ქერჩის ქუჩაზე დაახლოებით 15-20 მეტრი სიმაღლის ხეებიდან კატები, ამწე კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.
• ჭავჭავაძის ქუჩაზე რკინაბეტონის კონსტრუქციაში დაახლოებით 5-6 მეტრის სიღრმეში ჩავარდნილი კნუტი ამიყვანეს და ინიციატორს ჩააბარეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.