სიახლეები
13 აგვისტო
2024

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის გაუქმებულ სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.

მაშველებმა მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ბინის კედელი მეპატრონის თანხმობით გამოტეხეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ, ის ამავე ოჯახში იცხოვრებს.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.