სიახლეები
22 აგვისტო
2024

ანტირაბიული ვაქცინაცია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო, მასობრივი ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა.

განმეორებითი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ვარკეთილის ბინადარ მიუსაფარ ცხოველებს ჩაუტარდათ.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.

მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება.

ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424