სიახლეები
06 სექტემბერი
2024

მაშველებმა კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები გლდანის მესამე მიკრორაიონში, ხეზე ასულ კატას დაეხმარნენ, რომელიც უკან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მაშველებმა დაახლოებით 10-12 მეტრი სიმაღლიდან კატა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, ხეებზე ასვლით ახერხებენ თავის გადარჩენას, მაგრამ საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

შინაური ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424