სიახლეები
12 სექტემბერი
2024

მაშველებმა ფისო გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ზუბალაშვილების ქუჩაზე, დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლიდან, კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. 

სავარაუდოდ, ფისო სახურავიდან ჩამოვარდა და კორპუსის გარე ფასადზე არსებულ ელექტროგაყვანილობის ბოძზე შეძლო თავის შემაგრება. სააგენტოს მაშველებმა კატა მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს. 

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.