სიახლეები
11 სექტემბერი
2024

სააგენტოს მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვერაზე, დიმიტრი ბაქრაძის 14 ნომერში, საწვიმარ მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.

მაშველებმა ოთხსაათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებისა და უამრავი მცდელობის შემდეგ, კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებს ჩააბარეს.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.

სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.