სიახლეები
04 ოქტომბერი
2024

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად, მათი პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობასა და უფლებებებზე, მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე, მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და სხვა მნიშვნლოვან საკითხებზე ისაუბრეს.

სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა უფლებებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი არის კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკ ასსიზელის, გარდაცვალების დღე. ის ცხოველების დამცველად და მფარველად ითვლებოდა. როგორც ამბობენ, აღნიშნული თარიღი სწორედ ამ მიზეზით შეირჩა.

ამ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები და ცხოველების მოყვარული ადამიანები მოუწოდებენ ყველას, რომ ისაუბრონ ცხოველების მაგივრად, რადგან მათ თავად საუბარი არ შეუძლიათ.