სააგენტომ ვ. გოძიაშვილის პარკში პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია განახორციელა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურები ჩაატარა.
სააგენტო აღნიშნულ მომსახურებას დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე მეპატრონეებს მომავალშიც შესთავაზებს.
კამპანიის მიზანია ჩიპირება-იდენტიფიკაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამ მიმართულებით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი. ასევე, სავალდებულოა, რომ შემდეგ ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.
ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.