სააგენტომ მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის სახლი დადგა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა.
სახის დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.
დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.
პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.