მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მთაწმინდაზე, თაბუკაშვილის 45 ნომერში, საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულებს შორის გაჭედილი კნუტი გამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებს ჩააბარეს.
სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.
განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 421 424