სიახლეები
16 ოქტომბერი
2024

სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შუამთის ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა.

სახლის დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.

დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.