მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლი დაიდგა
პატარა ბუჩის, რომელსაც სახელი დიდუბის გამგეობის თანამშრომლებმა დაარქვეს და პატრონიანი ცუგების მსგავსად, ლამაზი საყელურიც შეაბეს, დღეიდან ახალი სახლი და გარშემო უამრავი მოსიყვარულე ადამიანი ჰყავს. ისიც ერთ-ერთი მიტოვებული ცხოველია, რომელსაც საბედნიეროდ გაუმართლა და გამგეობამ მიიკედლა. თავის ვეტერინართან პირველი ვიზიტი უკვე ჰქონდა და ყველა საჭირო პროცედურაც ჩაუტარდა. შესაბამის ასაკში სტერილიზაციას კი, რა თქმა უნდა, სააგენტო უზურნველყოფს.
გაასტერილეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ცხოველები. არ დაუშვათ მათი უკონტროლო გამრავლება, რათა ასეთი პატარა, დაუცველი არსებები ქუჩაში არ აღმოჩნდნენ.
ბუჩის შემთხვევა კი სიკეთისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის, ასევე, კერძო კომპანიებისთვის, რომელიც საჭიროა არა მხოლოდ ცხოველებისათვის, არამედ, პირველ რიგში, თავად საზოგადოებისთვის.