45-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილი ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კომპანიონი ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 45-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა.
გაკვეთილს მოსწავლეებთან ერთად მათი პედაგოგიც დაესწრო.
გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
რა უფლებები აქვს ცხოველს;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები;
პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.
გაკვეთილი ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებმა ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, გამოწვევებთან გამკლავების გზებზე, მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით