შერეული ჯიშის (მეტისი) ძაღლების მეპატრონეების საყურადღებოდ!
შერეული ჯიშის (მეტისი) ძაღლების მეპატრონეების საყურადღებოდ!
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ჩიპირებისა და რეგისტრაციის შემთხვევაში, ის აქვე უფასოდ გაასტერილოთ.
აქცია 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აუცილებელია, რომ მეპატრონეებმა, რომელთაც გსურთ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა, წინასწარ დარეკოთ (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე - 032 2 421 171 და ჩაეწეროთ.
შემდეგ, თქვენთვის განკუთვნილ დროს თქვენს ცხოველთან ერთად, უნდა მიბრძანდეთ მუნიციპალურ თავშესაფარში (მის: ა. თვალჭრელიძის 45ა), სადაც ის გაივლის ჩიპირება-რეგისტრაციის პროცედურას და შემდეგ უფასოდ გასტერილდება.
მოგახსენებთ, რომ ჩიპირებისას მეპატრონე იხდის ჩიპის თვითღირებულებას - 19 ლარს, ხოლო რეგისტრაცია ასევე უფასოა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ასევე, სავალდებულოა შერეული ჯიშის (მეტისი) შინაური ცხოველის სტერილიზაცია.
მნიშვნელოვანია მეპატრონეები ფლობდნენ ინფორმაციას სტერილიზაციის სარგებლიანობის შესახებ.
სტერილიზაცია/კასტრაცია სასარგებლოა თავად ცხოველისთვის, რადგან:
- პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
- მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
- დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
- ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
- დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება.
დაარეგისტრირეთ და გაასტერილეთ თქვენი ცხოველები. ერთად შევუწყოთ ხელი დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას.
რას გულისხმობს რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია?
რას ნიშნავს კასტრაცია-სტერილიზაცია და რატომ უნდა გავასტერილოთ ცხოველი?
რა მოვალეობები ეკისრება ცხოველის პატრონს?