მობილურ ვეტკლინიკაში სხვადასხვა პროცედურები ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დიდუბის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში მიუსაფარი ცხოველები გაასტერილა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა
გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სააგენტომ მოქალაქეებს შემდეგი სერვისებიც შესთავაზა:
მეპატრონეებმა, რომლებმაც, ადგილზე დაჩიპეს და დაირეგისტრირეს ცხოველები უფასო სტერილიზაციის პროგრამით ისარგებლეს. რა თქმა უნდა, პატრონებმა თავიანთი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია სტერილიზაციის უფასო სერვისის მიღების გარეშეც შეძლეს.
როგორც მოგეხსენებათ, მობილურ ვეტკლინიკაში საველე სტერილიზაციის პროექტი სოციალური პროექტია, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეების თანამონაწილეობით ხორციელდება. პროექტში საზოგადოების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, პროექტში ჩართულ ადამიანებს კონკრეტულ ლოკაციაზე, მობილურ ვეტკლინიკაში ცხოველები თავად მოჰყავთ, ადგილზე ელოდებიან (მაქსიმუმ 20 წუთი) და სტერილიზაცია-ვაქცინაციის შემდეგ, იბარებენ მათ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მიიღეთ მონაწილეობა სტერილიზაცია-კასტრაციის პროცესში და გაასტერილეთ თქვენი ან თქვენი უბნის ბინადარი ცხოველების მობილურ ვეტკლინიკაში.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთრებაში მყოფი შერეული (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესასაძლებლობის შეწყვეტა.