მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა იოანე პეტრიწის ქუჩაზე, მანქანის ძრავში შემძვრალი კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს და დედა კატასთან დააბრუნეს.
სააგენტო მძღოლებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ, რადგან საკმაოდ ხშირია, ზამთარში ავტომობილების ძრავებსა და სავალ ნაწილებში, გათბობის მიზნით, ფისოების შეძრომის შემთხვევები.
შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.