თავშესაფარში ღია კარის დღე გაიმართა
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარი ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გაეტარებინათ ერთი სამუშაო დღე თავშესაფარში
გასცნობოდნენ თავშესაფრის საქმიანობას;
დაკვირვებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა პროცედურაში;
გაეცნოთ და გაეტარებინათ დრო თავშესაფრის ბინადარ ცხოველებთან.
აეყვანათ ოთხფეხა მეგობარი თავშესაფრიდან, სადაც, სამწუხაროდ, არაერთი მიტოვებული ცხოველი ახალი პატრონის გამოჩენას ელოდება.
4 აპრილი მსოფლიო მიუსაფარ ცხოველთა დღეა. ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქუჩის ბინადარი ცხოველების შესახებ, რომელთა ყოველდღიური ყოფა რთული და სევდიანია.
მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა ჩვენი, ადამიანების დაუდევრობით გამოწვეული მოცემულობაა და ახლა ჩვენი ვალია, ავიღოთ პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ, ერთი მხრივ, მათთვის ყოველდღიური მძიმე პირობების შემსუბუქებაზე და მეორე მხრივ, არ შევუწყოთ ხელი უკვე არსებული პოპულაციის გამრავლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია:
დაარეგისტრიროთ და გაასტერილოთ თქვენი ცხოველები;
არ მიატოვოთ სიბერის ან სხვადასხვა პრობლემის გამო;
არ დატოვოთ ქუჩაში თქვენი ცხოველების ლეკვები და კნუტები;
ცხოველის აყვანის მსურველებმა, მხოლოდ გაცნობიერებული გადაწყვეტილების საფუძველზე, აიყვანოთ ის ქუჩიდან ან თავშესაფრიდან.