,,მეიჰიუ საქართველოს“ ვიზიტი პოპულაციის მართვის ახალ ცენტრში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ,,მეიჰიუ საქართველოს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, "მეიჰიუ საქართველოს" დირექტორებმა ქეროლაინ იეიტსმა და ადამ ჰალსმა პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი მოინახულეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ცენტრის მუშაობისა და განვითარების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. უახლოეს დღეებში ორგანიზაციები სხვადასხვა ვეტერინარული მიმართულების შესახებ ერთობლივ ტრენინგებს ჩაატარებენ.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობოსებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.