სიახლეები
14 აპრილი
2025

მობილურ ვეტკლინიკაში უფასო სტერილიზაცია და სხვა პროცედურები ჩატარდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ რეგისტრაციასა და სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოქალაქეებს, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში ცხოველების რეგისტრაციის შემთხვევაში, უფასო სტერილიზაციის მომსახურება შესთავაზა.

ამჯერად მობილური ვეტკლინიკა ოთხფეხა პაციენტებს ვარკეთილი 3-ის, მესამე მიკრორაიონში მდებარე სკვერში მოემსახურა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქციის ფარგლებში მიეღოთ შემდეგი სერვისები:
ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია 
ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია 
ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია
ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია

ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია/კასტრაცია.