სიახლეები
21 მაისი
2025

პროგრამა ,,კარდაკარ“ იწყება

ერთად ვიზრუნოთ შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე - პროგრამა ,,კარდაკარ“ იწყება!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, იწყებს პროგრამას ,,კარდაკარ“, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ.

ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და შეამოწმებენ შემდეგ საკითხებს: ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში), ვაქცინაცია, საცხოვრებელი პირობები და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა.

სააგენტო შემოწმებული მეპატრონეების მონაცემთა ბაზას შეადგენს, სადაც თითოეული მეპატრონე აღირიცხება და დარღვევ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ის განმეორებით გადამოწმდება.

სააგენტოს თანამშრომლები პატრონებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავიანთი ცხოველების ჩიპირებისა და რეგისტრაციის მომსახურებას ადგილზე შესთავაზებენ. 

პროგრამის მიზანია, მეპატრონეების მხრიდან მათი ვალდებულებების, მათ შორის, რეგისტრაცია-სტერილიზაციის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე, პატრონიანი ცხოველების კეთილდღეობის გაზრდა და ამ მიმართულებით მეპატრონეების ცნობიერების ამაღლება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ მეპატრონეებს, გაეცნოთ და შეასრულოთ თქვენზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და არ დაივიწყოთ, რომ თქვენი ცხოველი თქვენი პასუხისმგებლობაა.

რა ვალდებულებები აქვს ცხოველის პატრონს?!
იხილეთ ბმულზე: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/http://ama.gov.ge/…/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1…

რას გულისხმობს ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია?
იხილეთ ბმულზე: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/http://ama.gov.ge/…/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1…

რა ნიშნავს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია და რატომ არის ის ცხოველისთვის სასარგებლო?
იხილეთ ბმულზე: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/http://ama.gov.ge/…/%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%94%E1…

ხშირად დასმული კითხვები
იხილეთ ბმულზე: http://ama.gov.ge/page/301