სიახლეები
23 მაისი
2025

სააგენტომ კინოლოგიური კლუბის გამოფენაზე ღონისძიებები განახორციელა

სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა, საქართველოს კინოლოგიური ცენტრალური კლუბის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე, ცხოველთა მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება განახორციელეს.

სააგენტოს თანამშრომლებმა გამოფენის მონაწილეებს შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სავალდებულო წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პატრონის ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეპატრონეთა პასუხისმგებლობებზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის მიმართულებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ვალდებულებებზე, რაც მნიშვნელოვანია შინაური ცხოველების კეთილდღეობის გაზრდისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.