პროგრამა კარდაკარ ცხოველების კეთილდღეობისთვის დაიწყო
პროგრამა - კარდაკარ შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის დაიწყო!
ერთად ვიზრუნოთ შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე.
პროგრამის მიზანია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესება და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლება.
ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და კარდაკარ ამოწმებენ შემდეგ საკითხებს: ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში), ვაქცინაცია, საცხოვრებელი პირობები და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა.
სააგენტო შემოწმებული მეპატრონეების მონაცემთა ბაზას შეადგენს, სადაც თითოეული მეპატრონე აღირიცხება და დარღვევ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ის განმეორებით გადამოწმდება.
სააგენტოს თანამშრომლები პატრონებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავიანთი ცხოველების ჩიპირებისა და რეგისტრაციის მომსახურებას ადგილზე სთავაზებენ.
პროგრამის მიზანია, მეპატრონეების მხრიდან მათი ვალდებულებების, მათ შორის, რეგისტრაცია-სტერილიზაციის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე, პატრონიანი ცხოველების კეთილდღეობის გაზრდა და ამ მიმართულებით მეპატრონეების ცნობიერების ამაღლება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ მეპატრონეებს, გაეცნოთ და შეასრულოთ თქვენზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და არ დაივიწყოთ, რომ თქვენი ცხოველი თქვენი პასუხისმგებლობაა.
რა ვალდებულებები აქვს ცხოველის პატრონს?!