სიახლეები
29 მაისი
2025

მაშველებმა ფისო გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თამარშვილის ქუჩაზე 10-12 მეტრი სიმაღლის ხიდან კატა უვნებლად ჩამოიყვანეს.

ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, ხეებზე ასვლით ახერხებენ თავის გადარჩენას, მაგრამ საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ.

მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანთან დააბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.