პროგრამა კარდაკარ ცხოველების კეთილდღეობისთვის გრძელდება
თქვენი ცხოველი თქვენი პასუხისმგებლობაა.
პროგრამა - კარდაკარ შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის გრძელდება!
პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები შინაური ცხოველების ჩიპირებას, რეგისტრაციასა და ვაქცინაციას მისამართებზე ახორციელებენ.
ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და კარდაკარ ამოწმებენ შემდეგ საკითხებს: ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში), ვაქცინაცია, საცხოვრებელი პირობები და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა.
პროგრამის მიზანია, მეპატრონეებისათვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე, პატრონიანი ცხოველების კეთილდღეობის გაზრდა და ამ მიმართულებით მეპატრონეების ცნობიერების ამაღლება.