პროგრამა კარდაკარ ცხოველების კეთილდღეობისთვის გრძელდება
პროგრამა - კარდაკარ შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის დედაქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები შინაური ცხოველების ჩიპირებას, რეგისტრაციასა და ვაქცინაციას მისამართებზე ახორციელებენ.
ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და კარდაკარ ამოწმებენ შემდეგ საკითხებს: ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში), ვაქცინაცია, საცხოვრებელი პირობები და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა.
პროგრამის მიზანია, მეპატრონეებისათვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე, პატრონიანი ცხოველების კეთილდღეობის გაზრდა და ამ მიმართულებით მეპატრონეების ცნობიერების ამაღლება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მეპტრონეებს მოგმართავთ, იზრუნოთ თქვენს შინაურ ცხოველებზე. დაარეგისტრიროთ და გაასტერილოთ ისინი.
პატრონის ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: