მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაიდგა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე განათავსა. სახლები დაიდგა: ვარკეთილში, ზემო ფონიჭალაში, გლდანში, ორთაჭალაში, დიდუბესა და საბურთალოზე.
სახლის დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.
დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.
პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.